EN
Translate:
EN
Translate:
მზარდის პომიდორ ჩერის აქვს მყარი, კომპაქტური, ჯუჯა მცენარე, რომელიც გვაძლევს დიდი რაოდენობის უგემრიელეს ნაყოფს ქოთნის პომიდვრისთვის შერჩეულია ისეთი მცენარე, რომელიც ადვილად იზრდება და შეგვიძლია მოვათავსოთ გარეთ ან სახლში. მცენარე მოგვცემს დიდ მოსავალს ქოთნის გარეთ მოვათსების შემთხვევაში, თუმცა სახლის პირობებშიც ზომიერ, ტკბილ ნაყოფს მივიღებთ.
ძალზედ არომატული მცენარე, რომელიც იზრდება ვერტიკალურად, აქვს მწვანე ფოთლები და მაღალი ღეროები. იზრდება 80სმ-მდე, დიამეტრით 3სმ. მცენარისსწრაფიზრდისგამო, შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალიღეროვანი (სტანდარტული) კულტურისთვის.
შაშკვლავი შეგიძლიათ იქონიოთ როგორც გარეთ, ასევე სახლში. ის ნაკლებად მგრძნობიარე ასიცივის მიმართ, ვიდრე ჩვეულებრივი რეჰანი. აქვს მეწამულის ფერი ყვავილები, რომლებიც იზიდავენ ფუტკრებს. ზამთრის პერიოდში ქოთანი მოათავსეთ ნათელ,თბილ ადგილას. მცენარე იზრდება 80სმ-მდე.განსაკუთრებით გამოიყენება იტალიურ სამზარეულოში პომიდორთან ერთად.
რეჰანის ფოთლები ძალიან არომატულია. შორეული აღმოსავლური სუნი და გემო აქვს. არომატული მცენარე უზრუნველყოფს მოსავალს მთელი ზაფხულის განმავლობაში. ივნისიდან იწყებს ყვავილის გამოტანას, რომლებიც იზიდავენ ფუტკრებს. ზამთრის პერიოდში ქოთანი მოათავსეთ ნათელ, თბილ ადგილას. იზრდება 80სმ-მდე. ძალიან უხდება პომიდორს.
მცენარე, რომლის სამშობლოც არის სამხრეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთაფრიკა, საუცხოო ლიმონის არომატით არის ცნობილი. მცენარეების სურნელოვანი ფოთლებიგამოიყენება სუპებში, სოუსებში, დესერტებში, ხილის სალათებში, ჩაიში დაარომატიზატორებში. მელისას ფოთლებით მომზადებულ ჩაის დამამშვიდებელი ეფექტი გააჩნია.
აქვს შესანიშნავი სურნელი და გამოიყენება ცხარე ხორციან კერძებთან და ბოსტნეულის შიგთავსთან. გამოიყენება სალათების გასაფორმებლად. გარდა კულინარიისა, გამოიყენება ასევე არომათერაპიაში, სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადების დროს.
Tპიტნის ეს სახეობა უმეტესად გავრცელებულია ევროპასადააზიაში, რომელიცჩვეულებრივ კარგად ხარობსთითქმისყველაკლიმატურ პირობებში. ფოთლებიშეიძლებაგამოყენებულიქნასროგორც ცოცხლად, ასევე ხმელი და გაყინული სახით.პიტნის ძლიერიარომატიზოგიერთშერეულსასმელსადაჩაიშიხდის მას აუცილებელ ინგრედიენტად.მისი ფოთლებიმატებს შესანიშნავ სურნელს სალათებს.
სიმაღლეში იზრდება 60 სმ-მდე, დიამეტრით - 60სმ.
მალე
მალე
მალე
მალე
აქვს შესანიშნავი სურნელი და გამოიყენება ცხარე ხორციან კერძებთან და ბოსტნეულის შიგთავსთან. გამოიყენება სალათების გასაფორმებლად. გარდა კულინარიისა, გამოიყენება
მალე
ტოლერანტული ჯიში გემრიელი მუქი მწვანე ფოთლებით და ინტენსიური გემოთი. ძალიან გემრიელი ბალახია სალათებისთვის, პიცებისთვის, სუპებისა და კრუდიტებისათვის. ყინვაგამძლე, მრავალი მოსავლიანობისთვის. დასაწყისში ნელი ზრდით, შემდეგ ხდება ენერგიული და ხშირი მოსავლის მიღება მრავალი თვის განმავლობაში.
პროდუქტიული მწვანე ხახვი განსაკუთრებით უხეში ფოთლებით და ძლიერი არომატით. ხახვი უზრუნველყოფს ვიტამინებისა და მინერალების მაღალ შემცველობას და ახლ პურზე, სუპებში, სოუსებსა ან სალათებში.
სალბს აქვს, როგორც ნაადრევი ასევე, გვიანი ყვავილობა: წითელი, მწვანე ფოთლები აქვს და იზრდება 18-30 სმ, რეკომენდირებულია ბაღებისთვის.
თესლის დათესვის დრო – თებერვალი-აპრილი.
მოსავლის დრო – 6-10 კვირა.
ტენიანობა – საშუალო.
გაზრდისთვის საჭირო ტემპერატურა – 21-24°C-ში დღე, -13-16°C ღამე. 12-14 °C-ზე ნაკლებში არ ამყოფოთ.
PH – 5,5-6,5.
ბაღში, თბილი და დიდ თავიანი ლამაზი ყვავილები, პეტუნიებთან ერთად საოცარ კონტრასტს ჰქმნის თვალებისთვის. იზრდება 25-40 სმ სიმაღლეში, იდეალურია ბაღისთვის.
თესლის დათესვის დრო – იანვარი – მარტი.
მოსავლის დრო – 10-12 კვირა.
ტენიანობა – საშუალო
გაზრდისთვის საჭირო ტემპერატურა – სიცხისგან მიყენებულმა სტრესმა, შეიძლება შეამციროს ყვავილის თავის ზომა, სიცივის დროს, კი საჭირო ფერს ვერ იღებენ, ამიტომ ეცადეთ ღამით უფრო თბილ ტემპერატურაში იყოს.
PH – 5,5-6,5.
მცენარე იზრდება 15-25 სმ. ძალიან კარგია ბაღისთვის და ქოთნისთვის. რბილ ამინდებში, თუ ბაღში გაქვთ დარგული, სიმაღლეში უფრო მეტად გაიზრდება.
თესლის დათესვის დრო – იანვარი-თებერვალი.
მოსავლის დრო – 9-12 კვირა.
ტენიანობა – საშუალოდ ტენიანი პირობები.
გაზრდისთვის საჭირო ტემპერატურა – 16-22C დღე, 10-12 C ღამე. 10 C-ზე დაბალი ტემბერატურა აფერხებს ზრდას.
PH –5,8-6,2.
იზრდება 25 სმ. აქვს სხვადასხვა ფერის ყვავილები. შეგიძლიათ აივანზეც გქონდეთ და ბაღშიც.
თესლის დათესვის დრო – დეკემბერი-მარტი.
მოსავლის დრო – 12-16 კვირა.
ტენიანობა – ამყოფეთ ტენიან გარემოში.
გაზრდისთვის საჭირო ტემპერატურა – 16-19 °C ღამე, 21-24 °C ღამე.
PH –6,2-6,5.
ცნობილია, როგორც ქოთნის ყვავილი. იდეალურია აივნისთვის და ფანჯრებისთვის.
თესლის დათესვის დრო – მარტი-ივნისი.
მოსავლის დრო – 16-20 კვირა.
ტენიანობა – საშუალო.
გაზრდისთვის საჭირო ტემპერატურა – დღის ტემპერატურა 16-18 °C, ღამე 12-15 °C. 8 °C-ზე ნაკლებს მოარიდეთ.
PH – 5,8-6,2.
მცენარე ცნობილია, როგორც ფართო ყვავილებით და მოკლე ღეროთი. ხელსაყრელია გაზაფხულისთვის და შემოდგომისთვისაც. მცენარის აქვს ცოცხალი ფერები და დიდი ყვავილები.
თესლის დათესვის დრო – აგვისტო-ოქტომბერი.
მოსავლის დრო – 25-28 კვირა.
ტენიანობა – თავიდან სჭირდება ხშირი მორწყვა, შემდეგ მოუკელით.
გაზრდისთვის საჭირო ტემპერატურა – 10-15°C, დაბალი ტემპერატურა უფრო ხელსაყრელია მისთვის.
PH – 5,8-6,2.
სიმაღლეში იზრდებიან 20-25 სმ და შეუძლიათ გავრცელდნენ 1 მეტრაზე. აქვს ასეთი თვისება – მისი ყვავილები ფარავენ მთლიან მცენარეს. რეკომენდირებულია დიდი ბაღებისთვის და ჩამოსაკიდი კალათებისთვის.
თესლის დათესვის დრო – იანვარი-მარტი.
მოსავლის დრო – 10-12 კვირა.
ტენიანობა – მორწყეთ რეგულარულად.
გაზრდისთვის საჭირო ტემპერატურა – ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 13°C-ზე ქვემოთ. ცივ პირობებში, ნაკლები ყვავილი ექნება.
PH – 5,8-6,2.
მცენარე სიმაღლეში აღწევს 20-25 სმ-ს. მისი ყვავილი არის 8-12 სმ. მალე იზრდება მზიან ადგილეში. ის არის ბაღის ყვავილი.
თესლის დათესვის დრო – ნოემბერი – დეკემბერი.
მოსავლის დრო – 10-12 კვირა.
ტენიანობა – პირველი 7-14 დღე სჭირდება ხშირი მორწყვა, დროთა განმავლობაში შეამცირეთ მორწყვის სიხშირე.
გაზრდისთვის საჭირო ტემპერატურა – 16-18 ºC.
PH –5,2-6,2.
იზრდება 25 სმ, ახასიათებს ნაადრევი ყვავილობა.
თესლის დათესვის დრო – ივლისი-სექტემბერი.
მოსავლის დრო – 16-18 კვირა.
ტენიანობა – არ სჭირდება ბევრი მორწყვა.
გაზრდისთვის საჭირო ტემპერატურა – 12-15 °C, გადარგვის შემდეგ, კი 10-14 °C, თუმცა 5 °C-ზე დაბალი ტემპერატურა უკვე საშიშია.
PH –6,2-7,0.
მცენარე იზრდება 20 სმ-ს, ადრე ყვავილობს და დიდი ხანი რჩება ყვავილობაში. მისთვის მნიშვნელოვანია მშრალი პირობები, იდეალური ბაღისთვის და ქოთნისთვის.
თესლის დათესვის დრო – იანვარი-მარტი.
მოსავლის დრო – 12-14 კვირა.
ტენიანობა – არ უნდა იყოს სველი, საშუალო ტენიანობა სჭირდება.
გაზრდისთვის საჭირო ტემპერატურა – 18-20 °C.
PH – 5,5-5,8.
მას აქვს ფერადი ყვავილები, იზრდება 30-35 სმ. აქვს განიერი და ორმაგი ყვავილები.
თესლის დათესვის დრო – აგვისტო-ოქტომბერი.
მოსავლის დრო – 20-23 კვირა.
ტენიანობა – საშუალო.
გაზრდისთვის საჭირო ტემპერატურა – დღე 20 °C, ღამე რაც შეიძლება გრიად ამყოფეთ. გრილი პირობები 15°C, ადრეულ ყვავილობას შეუწყობს ხელს.
PH – 5,8-6,2.
მცენარე იზრდება 25-30 სმ-ს, იდეალურია ქოთნისთვის.
თესლის დათესვის დრო – ივლისი-ოქტომბერი.
მოსავლის დრო – 22-26 კვირა.
ტენიანობა – მორწყეთ რეგულარულად.
გაზრდისთვის საჭირო ტემპერატურა – 20-27 °C დღე, 15-18 °C ღამე.
PH – 6,2-6,5.
იმისთვის რომ დიდ ქალაქში თქვენი პატარა ბოსტანი გქონდეთ, სულ არ არის საჭირო დიდი ტერიტორია. ამისთვის თქვენი პატარა აივანი ან ფანჯრის რაფაც გამოდგება.
საკუთარ ბოსტანში მწვანილის მოყვანა ძალიან საინტერესო და სახალისოა. როგორც აღვნიშნეთ, არ საჭიროებს დიდ ფართს და თანაც ძალიან ეკონომიურია. თქვენ არ დაგჭირდებათ ერთი კერძის გულისთვის კონა მწვანილის შეძენა, და მერე მაცივარში მისი შენახვა. ამის მაგივრად, თქვენ შეგიძლიათ მოწყვიტოთ იმდენი, რამდენიც 1 კერძს ეყოფა.
მოდით დავიწყოთ:.
1. პირველი და უმნიშვნელოვანესი - უსაფრთხოება
თუ თქვენ ქოთნები აივნის მოაჯირზე უნდა ჩამოჰკიდოთ, დარწმუნდით, რომ ისინი კარგად არის დამაგრებული და ძლიერი ქარის დროს გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდება. როგორც ამბობენ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
2. სანამ გადაწყვეტთ თუ რა გაზარდოთ, მზის მოძრაობას დააკვირდით.
უნდა იცოდეთ თუ რამდენი მზე სჭირდება თქვენს მცენარეებს, რამდენი საათით ანათებს პირდაპირი მზე თქვენს აივანს ან ფანჯრის რაფას. მაგალითად, უმეტესი ბოსტნეული თავს კარგად გრძნობს როცა პირდაპირი მზე ექვსზე მეტ საათს ანათებს, მწვანილებს კი უფრო ნაკლები მზე სჭირდებათ.
რომ დაადგინოთ რამდენი საათით ანათებს მზე თქვენს აივანს ან ფანჯრებს, თვალი ადევნეთ იმ ადგილს სადაც აპირებთ ბოსტნის გაკეთებას. ჩაინიშნეთ, როდის მოადგა მზე და როდის გადავიდა. შეგიძლიათ შეიძინოთ ‘მზის კალკულატორი’, რომელიც თქვენ მაგივრად დააფიქსირებს მზის მოძრაობას.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ მზის რაოდენობა და მიმართულება იცვლება. მზად იყავით გადაადგილოთ თქვენი ბოსტანი საუკეთესო ადგილას.
3. გადარგვა
გადარგვის დრო დამოკიდებულია თქვენ საცხოვრებელ ადგილზე. როცა თქვენ დარწმუნდებით, რომ ტემპერატურა აღარ დაიწევს ნულს ქვემოთ ეს გადარგვის დროა. თუ დროულად ვერ მოახერხეთ გადარგვა არ ინერვიულოთ. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ეს მთელი გაზაფხულის ან/და ზაფხულის პერიოდში გააკეთოთ. როგორც კი მზად იქნებით გადარგვისთვის, იხილეთ ჩვენი ძირითადი რჩევები.
3.1. ქოთანი:
ქოთნის ზომა დამოკიდებულია თუ რა სახის მცენარე უნდა გაზარდოთ. მნიშვნელოვანია რომ ქოთანს საკმარისი სიღრმე ჰქონდეს მცენარეთა ფესვების სრულყოფილად განვითარებისთვის. სჯობს ცოდა დიდი ზომის ქოთანი აიღოთ, ვიდრე პატარა, რათა მერე არ დაგჭირდეთ კიდევ ერთხელ გადარგვა.
ქოთნის ზომა და მასალა ძალიან მნიშვნელოვანია. ქვემოთ მოცემულია თუ რა დიამეტრის ქოთანი დაგჭირდებათ ამა თუ იმ ბოსტნეულის ან მწვანილის გასაზრდელად:
60 სანტიმეტრიანი დიამეტრის ქოთანი
· წიწაკა
· საზაფხულო გოგრა
· კიტრი
· არტიშოკი
· ბოსტნეულის და მწვანილის კომბინაციები
45 სანტიმეტრიანი დიამეტრის ქოთანი
· ბროკოლი
· ყვავილოვანი კომბოსტო
· დიდი კომბოსტო
· პატარა ბადრიჯანი
· ყველანაირი მწვანილი
· ჯუჯა წიწაკა
· ჯუჯა პომიდორი
35 სანტიმეტრიანი დიამეტრის ქოთანი
· ნებისმიერი მწვანილი
· ისპანახი
· სალათი ლეტუკი
· რუკოლა
25 სანტიმეტრიანი დიამეტრის ქოთანი
· დაბალი მწვანილი
· მარწყვი
· სალათი ლეტუკი
„მზარდი“-ს პროდუქცია შეგიძლიათ იხილოთ 14 და 10,5 სანტიმეტრიანი დიამეტრის ქოთნებში.
3.2 ავარჩიოთ მასალა რისგანაც დამზადებულია თქვენი ქოთანი
თიხა - თიხის ქოთანი თაობების მიერ იყო გამოყენებული, ეს მასალა ყოველთვის მიმზიდველი და ხელმისაწვდომი იყო. თანამედროვე თიხის ქოთნების ფასი დამოკიდებულია ზომაზე. დიდი ზომის ქოთნები უფრო მძიმე და ძვირად ღირებულია. ადვილად იმსხვრევა და ვერ უძლებს ყინვებს, თუმცა, მათ ყველაზე დიდი გამოყენება აქვს მებაღეობაში.
მოჭიქული (ბზინავი) კერამიკა - ამ მასალისგან დამზადებული ქოთანი სხვადასხვა ფერში გამოდის და ძალიან ლამაზია, თუმცა შედარებით ძვირია და მძიმე.
პლასტმასი - ქოთანი მსუბუქია, ადვილად არ ტყდება. არის სხვადასხვა ფორმის და ფერის.
ხე - ქოთანი გაგიძლებთ რამდენიმე სეზონს. გაითვალისწინეთ, რომ დროთა განმავლობაში ის თანდათან მძიმდება და საბოლოოდ ლპება.
4. მიანდეთ ჩითილების გამოყვანა პროფესიონალს.
არ აქვს მნიშვნელობა რას დარგავთ, უმჯობესია შეიძინოთ ჩითილები, ვიდრე თესლები. თესლისგან პატარა ჩითილის გამოყვანა, მართლაც სასწაულია და საოცარი. არ ღირს ამაზე თქვენი დროის დაკარგვა. უმჯობესია შეიძინოთ უკვე გამოყვანილი ჩითილი. მოსავალს უფრო მალე მიიღებთ და ნაკლები დანაკარგი გექნებათ.
5. თუ დამწყები ხართ, დაიწყეთ რეჰანით (Basil).
რეჰანი ყველას უყვარს. მისი გაზრდა ძალიან ადვილია. მას არაჩვეულებრივი სურნელი და გემო აქვს. არ ითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, უბრალოდ წყალი დაუსხით და ისიამოვნეთ მისი სურნელით და გემოთი. რეჰანი თავად მიგანიშნებთ თუ წყალი დააკლდა. მაშინვე ჩამოჰყრის ფოთლებს, თუმც, კარგი მორწყვის შემდეგ ისევ ლამაზი და სურნელოვანი იქნება. ამიტომ ვურჩევთ ახალბედა მებაღეებს რეჰანით დაიწყონ და შემდეგ უფრო რთულად მოსავლელ მწვანილზე და ბოსტნეულზე გადავიდნენ.
გახსოვდეთ!რეჰანის მოწყვეტა ყოველთვის ზედა ფოთლებიდან უნდა დაიწყოთ. თუ ქვედა ფოთლებს მოაცლით, თქვენ დააზიანებთ მცენარეს და გამოაცლით მას მზის ენერგიის მიღების წყაროს. ქვედა ფოთლების მოცლის შემდეგ რეჰანი სიმაღლეში გაიზრდება და არ გაიბუჩქება.
გადაჭერით ყვავილობას დაწყებამდე. ყვავილებით მცენარე გვეუბნება: „მე მოვრჩი ზრდას და ახლა ბავშვების დროა“. ამიტომ, თუ გინდათ რომ ყოველთვის გქონდეთ რეჰანის ფოთლები პესტოს სოუსის გასაკეთებლად, არ დაგავიწყდეთ პერიოდულად გადაჭრათ ახალი ფოთლები.
მინიშნება: გადაჭრილი ფოთლები შეგიძლიათ წყალში ჩადოთ და დაელოდოთ ფესვების ამოსვლას. როგორც კი ფესვი 2 სმ. გაიზრდება - თამამად ჩარგეთ მიწაში.
6. თუ გსურთ მებოსტნის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა, ფოთლოვანი მწვანილი კარგი დასაწყისია.
ფოთლოვანი მწვანილი, ისეთი როგორიცაა ისპანახი, ლეტუკი და რუკოლო, გაზრდის იგივე პრინციპებს ექვემდებარება როგორც სამზარეულო მწვანილი. შეიძინეთ ჩითილი, ჩარგეთ და პერიოდულად ისიამოვნეთ ახალი ფოთლებით. ფოთლოვანი მწვანილი ძალიან მალე იზრდება და მოსაკრეფი უკვე
გაზაფხულზე ან ზაფხულის
7. მწვანე ხახვი (შალოტი) ადვილად გასაზრდელია.
მწვანე ხახვი ყოველთვის გაგახარებთ ახალი ფოთლებით რომლებიც ნებისმიერ კერძს დაამშვენებს. ყვავილობის დროს კი, დაგატკბობთ პატარა, დასაწყისში იქნება. სანამ თქვენ ელოდებით სხვა ბოსტნეულს, ისიამოვნებთ ფოთლოვანი მწვანილის მოსავლით.
ლამაზი იასამნისფერი ყვავილებით.
8. თუ გსურთ ბოსტნეულის გაზრდა, დაიწყეთ პომიდვრით, მწარე წიწაკით, მწვანე ლობიოთი.
ამ ბოსტნეულების გაზრდა შესაძლებელია საშუალო ზომის ქოთანში. თვალი ადევნეთ პომიდორს და მწვანე ლობიოს. ისინი ძალიან მალე იზრდებიან სიმაღლეში და საჭიროებენ საყრდენზე მიბმას.
9. პიტნა გიჟივით იზრდება.
პიტნა გადარეულია! ის გაუჩერებლივ იზრდება სარეველასავით და თუ ის სხვა მწვანილთან ერთ ქოთანშია, ცდილობს მოედოს და მოერიოს მას. უმჯობესია პიტნას თავისი, ცალკე ‘ბინა’ გამოუყოთ ცალკე ქოთნის სახით. პიტნის ჩაი არის ფრიად სასიამოვნო და მარგებელი სასმელი.
10. დარგეთ ის რასაც მოიხმართ.
ეგზოტიკური ხილი და ბოსტნეული მიმზიდველად გამოიყურება მაღაზიაში, მაგრამ ყოველდღიურ სადილში ნაკლებად გამოგვადგება. გაზარდეთ ის რაც გიყვართ და ხშირად ხმარობთ. გიყვართ სალსა? გაზარდეთ პომიდორი, მწარე წიწაკა და ქინძი.
11. დაუთმე თითოეულ მცენარეს საკმარისი ადგილი
თავისუფლად გაზრდილი ფესვები კარგ მოსავალს ნიშნავს. თქვენ შესაძლოა მოგწონდეთ რამოდენიმე ჩითილის ერთად ჩარგვა, მაგრამ გახსოვდეთ, თუ ჩითილის ფესვებს არ ექნება გაზრდის საშუალება, კარგ მოსავალს ვერ მიიღებთ. არ ჩარგოთ ბევრი ჩითილი ერთ ქოთანში. ჩითილები ერთმანეთისგან საკმარისი დაშორებით უნდა ჩარგოთ, რათა სინათლე და აერაცია თანაბრად განაწილდეს.
ასევე გახსოვდეთ, თუ თქვენ რამდენიმე სხვადასხვა მწვანილს ერთ ქოთანში ჩარგავთ, მათზე ერთი მოვლის წესი და მზის რაოდენობა უნდა მოქმედებდეს.
12. მორწყეთ ხშირად, მაგრამ ცოტ-ცოტა.
მწვანილი, დელიკატური არსებაა და უფრო მეტ მოვლას მოითხოვს ვიდრე სხვა ბოსტნეული. იმისთვის, რომ მიწამ სინოტივე შეინარჩუნოს, შეგიძლიათ მულჩი გადააფაროთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხულის ცხელ დღეებში. ჩაყავით თითი მიწაში, და თუ იგრძნობთ, რომ მიწა გამომშრალია, მორწყეთ. მორწყეთ ზომიერად. წყალმა უნდა გაიაროს ქოთანში და გამოვიდეს დრენაჟის ნახვრეტებიდან. თუ თქვენს ქოთანს არ აქვს დრენაჟი, მორწყეთ ნაკლებად, მაგრამ ხშირად.
13. ნიადაგის მოვლა.
თქვენ შესაძლოა თქვათ - მიწა-მიწაა, რა მოვლა უნდა. ეს მცდარი აზრია!
მცენარის ჩარგვა დაიწყეთ ახალ, სუფთა ნიადაგში. თუ გამოყენებულ ნიადაგს იხმართ, მოაშორეთ ყველა მკვდარი ფესვი, შეურიეთ კომპოსტი ან დაამატეთ სასუქი. დაეხმარეთ მცენარეს. თქვენ შეგიძლიათ იხმაროთ წყლის-ხსნადი ქიმიური სასუქი ორ კვირაში ერთხელ, ან გამოიყენოთ მისი ორგანული ალტერნატივა, ისეთი როგორიც არის დაფქვილი ყავის ნარჩენი, ზღვის მცენარეები ან თევზის ქონი.
თუ გსურთ თქვენი მოსავალი გახარებდეთ მთელი ზაფხულის განმავლობაში. დრო დაუთმეთ ნიადაგის აერაციას და სასუქით უზრუნველყოფას. გახსოვდეთ, მორწყვის დროს, წყალთან ერთად გაედინება მცენარესთვის მნიშვნელოვანი მიკრო ელემენტებიც.
14. მზად იყავით მავნებლებთან ბრძოლისთვის
ალბათ არაერთხელ გსმენიათ ბოსტნეულ კულტურებზე გავრცელებული მავნებელი დაავადებების და მათთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. ჩვენი შორეული წინაპრები ბუნებრივ ნივთიერების გამოყენებით ებრძოდნენ მწერებს და დაავადებებს. ძველი რომაელები ამ მიზნით იყენებდნენ ნაცარს, ნაკელს, გოგირდს და ამზადებდნენ რთულ ნარევებსაც.
15. მიეცით თქვენს მცენარეს გამოჯანმრთელების შანსი.
შესაძლოა, თქვენ მცენარეზე შეამჩნიოთ ყვითელი ფოთლები (რაც ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულ მორწყვას ნიშნავს). არ იჩქაროთ პანაშვიდის გადახდა, მოუარეთ სათანადოთ და მცენარეც მალე გაგახარებთ.
ეს იყო ის ძირითადი გასათვალისწინებელი მითითებები. ახლა კი ერთი დაგრჩენიათ - დარგეთ მწვანილი და ბოსტნეული და ისიამოვნეთ მოსავლით.
შესაძლოა უცანურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თავი შესაძლოა ისე შებყრობილად იგრძნოთ იმის ყურებით თუ როგორ იზრდება თქვენი მცენარე ყოველდღიურად, სრულიად დაგავიწყდეთ თუ რატომ დაიწყეთ მისი გაზრდა - იმისთვის რომ მიირთვათ თქვენი ხელით გაზრდილი მოსავალი.
ერთხელ უკვე სცადეთ მწვანილების მოყვანა და არაფერი გამოგივიდათ? არ დაყაროთ ფარ-ხმალი. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და თქვენს ბოსტანში, სულ მალე ქორფა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი გექნებათ.
შეცდომა N1 - თესლიდან გაზრდა. თუ პირველად აკეთებთ ბოსტანს, ჩვენი რჩევაა, თესლის მაგივრად, ჩითილები დარგეთ. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, სანამ თესლიდან ჩითილს გამოიყვანთ. ეს გარდამავალი პერიოდი ძალზედ სათუთია. გამოტოვეთ იგი და ნუ აიტკივებთ აუტკივარ თავს. დაიწყეთ ჩითილით.
შეცდომა N2 - რთულად მოსავლელი მწვანილის და ბოსტნეულის დარგვა. დაიწყეთ მარტივიდან. ჩვენ ყოველთვის გირჩევთ დაიწყოთ რეჰანით (basil). რეჰანი მალე იზრდება და ნაკლებ მოვლას საჭიროებს. ასევე, რეჰანის ფოთლებს უცბად ეტყობათ წყლის ნაკლებობარომელსაც ეგრევე შეამჩნევთ და მიიღებთ ზომებს - მორწყავთ. მორწყვის მერე კი რეჰანი ძალიან მალე იღდგენს თავს.
შეცდომა N3 - მწვანილის მორწყვა ისე, როგორც სახლის ყვავილებს რწყავთ. გახსოვდეთ, მწვანილს ზომიერი, ყოველდღიური მორწყვა უნდა.
შეცდომა N4 - არასწორად გასხვლა. ისევ რეჰანს დაუბრუნდეთ. მაღალიმოსავლისმისაღებადაუცილებელია, რომმცენარეგაისხვლას, წაეწყვიტოსწვერი, ქვედა2-3 ნამხრევისგარდასხვებიმოშორდეს, რათამცენარემგანივითაროს3-4 ჩონჩხისშემქმნელიღერო, რომლებზედაცშემდეგშინაზიყლორტები გაიზრდება. დამწყები მებოსტნე ხშირად მოაწყვეტს რამოდენიმე ქვედა დიდ ფოთოლს და ტოვებს ნორჩ ზედა ფოთლებს. ეს არ არის სწორი. ქვედა ფოთლები მწვანილის მზის პანელებია რომლებიც ეხმარება თქვენ მწვანილს გაზრდაში.
შეცდომა N5 - უკვე გამოყენებული მიწის ხელახლა გამოყენება. ჩარგეთ თქვენი ჩითილები დასვენებულ, გასუფთავებულ და სასუქიან მიწაში და ისინი მადლობას გეტყვიან.
შეცდომა N6 - თურმე პიტნის სხვა ჯიშებიც არსებობს?! შესაძლოა ერთი სახეობის მცენარე სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს როგორც გემოთი, ისე არომატით. მაგალითად, ორეგანოს (თავშავა) ორი ჯიში არსებობს - ხმელთაშუაზღვის და მექსიკური. ყველაზე მძაფრი არომატის მქონე ორეგანო იტალიაში იზრდება. ამ მცენარის სანელებელი იტალიური სამზარეულოს განუყოფელი ინგრედიენტია. თავშვა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხარობს, განსაკუთრებით კი რაჭაში, იმერეთსა და სამეგრელოში.
იცოდით რომსაქართველოში პიტნის 4 სახეობა ველურად იზრდება?
– ომბალო (Mentha pulegium),
– მინდვრის პიტნა (Mentha arvenis),
– წყლის პიტნა (Mentha aquatica),
– ტყის პიტნა (Mentha longifolia).
რაც შეეხება ბაღის პიტნას – Mentha piperita L. იგი ველური ფორმით არ არსებობს, მაგრამ საქართველოში ხშირად გვხვდება გაველურებული. ბაღის პიტნას, რუსულის გავლენით (Мята перечная) პილპილა პიტნასაც უწოდებენ.
გთხოვთ, გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება farmershop პროდუქტებისა და სერვისების შესახებ
This website uses cookies. By continuing to use this site, you accept our use of cookies.
ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს. ამ საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს მიერ ქუქიების გამოყენებას.