წვეთოვანი სისტემა









































































































































































































































































Round Drip Irrigation:

მრგვალი წვეთოვანი სარწყავი სისტემა

წვეთოვანი მორწყვა არის საირიგაციო სისტემა, როდესაც სუფთა წყალი და სასუქი მიეწოდება ნიადაგის ზემოდან, ან ქვემოდან (მცენარის ფესვებში) ძალიან მცირე, მაგრამ უწყვეტი ნაკადით, ან წვეთებით, წვეთოვანის საშუალებით. ამ მეთოდის გამოყენების სფერო დღითი დღე იზრდება, რადგან ამ გზით ეფექტურად გამოიყენება და იზოგება დიდი რაოდენობის წყალი, ნიადაგი ინარჩუნებს ტენიანობას სასურველ დონეზე და მცენარეები იღებენ საჭირო რაოდენობის სასუქს წყლის საშუალებით.

წვეთოვანი მეთოდი უზრუნველყოფს მორწყვის მაღალ ეფექტურობას. წყლის გასაშვებად ძალიან მცირე წნევა არის საჭირო. არ საჭიროებს გათანაბრებას უხეშ მიწებზე. შესაძლებელია ნიადაგში მარილის რაოდენობის გაკონტროლება და მისი გამუდმებულად წყლით მომარაგების უზრუნველყოფა. წვეთოვანი სისტემის დამსახურებით შესაძლებელია მცენარეების ზედა ნაწილის დასველების თავიდან აცილება ჰაერის ტენიანობის მნიშვნელოვნად შეცვლის გარეშე. ამის გარდა, მიწის ზედაპირი მცენარეებს შორის რჩება მშრალი.

იდეალური წვეთოვანი მორწყვის მიღწევა შესაძლებელია თანაბარი რაოდენობის წყლის გაშვებით ყველა წვეთოვანიდან. ამგვარად გარანტირებულია ყველა მცენარისთვის მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის წყლის მიწოდება მორწყვის პერიოდში. როდესაც წყლის მიწოდება მაქსიმალურად თანაბარია, წყლის ჩაჟონვის საშიშროება ფესვების ტერიტორიიდან მიწის სიღრმეში ნაკლებია და მცენარისთვის საჭირო რაოდენობის წყალი მიეწოდება ფესვებს.

ამ მეთოდის გამოყენებით წყლის აორთქლებით გამოწვეული დანაკარგი კლებულობს და მიწოდებული წყლის რაოდენობა ავტომატურად შეიძლება გაკონტროლდეს. ამის გარდა, წვეთოვანი სისტემა მცირეოდენ მუშა ხელს მოითხოვს, შესაბამისად მეთოდის გამოყენება ნაკლებ ხარჯთან არის დაკავშირებული.

წარმოების სპეციფიკაციები:

წვეთოვანი სარწყავი მილები დამზადებულია ნედლი პოლიეთილენის მასალით. წვეთოვანები მილში წარმოებისას ყენდება, მისი ლაბირინთისებრი სტრუქტურა ხელს უწყობს წყლის წნევის კლებას, ამიტომ მილიდან წყალი წვეთობით გამოდის. წვეთოვანები მილში სხვადასხვა დისტანციით არის განლაგებული, იმის მიხედვით, თუ რა დაშორებაა მცენარეებს შორის. მილი დახვეულად მიეწოდება მომხმარებელს, რაც იძლევა სასურველი სიგრძის მოჭრის საშუალებას.

* ბრტყელი წვეთოვანი მილები;

* მრგვალი წვეთოვანი მილები;

* მრგვალი წვეთოვანი მილები წნევის რეგულირებით;

* ოვალური წვეთოვანი მილები.

 

ბრტყელი წვეთოვანი მილები:

* დამზადებულია პოლიეთილენის ორიგინალი ნედლი მასალისგან, მედეგია დაგრძელების, დამოკლების და მტვრევის მიმართ.

* იწარმოება 16 – 20 – 22 მმ დიამეტრის მილები, 0,15 – 0,9 მმ კედლის სისქით.

 

 

მრგვალი წვეთოვანი მილები:
* დამზადებულია პოლიეთილენის ორიგინალი ნედლი მასალისგან. ეს მილები საუკეთესო შედეგების გარანტიას იძლევა.
* იწარმოება 16 – 20 მმ დიამეტრის მილები.
* 20 – 25 – 30 – 40 – 50 – 60 – 75 – 100 სმ დისტანცია წვეთოვანებს შორის წარმოების სტანდარტული დაშორებაა. განსხვავებული დაშორების წვეთოვანები იწარმოება მოთხოვნის შემთხვევაში.

 

წვეთოვანი მორწყვის უპირატესობები

  • ზოგავს წყალს;
  • იცავს მიწას ამლაშებისგან;
  • შესაძლებელს ხდის მცენარისთვის იმდენი წყალი მიეწოდოს, რამდენსაც საჭიროებს;
  • რამდენადაც წყლის წყარო მცენარესთან ახლოს არის, ენერგია იხარჯება ღეროსა და პროდუქტზე და არა ფესვის განვითარებაზე;
  • ხელს უშლის ბალახის გაზრდას, რომელიც წარმოიქმნება მცენარისგან მოშორებული მიწის მორწყვისას;
  • მუშაობა უფრო ეფექტურია, რადგან ნიადაგი არ ტალახდება;
  • მცენარეს სყალში გახსნილი სასუქი მიეწოდება, რომელიც პირდაპირ აღწევს მცენარეში და ამცირებს სასუქის ხარჯს;
  • დაქანებით გამოწვეულ დაუბალანსებელს მორწყვას არ აქვს ადგილი;
  • მცენარის ყვავილები არ ზიანდება მორწყვით;
  • ძალიან მარტივია მისი აღება, შენახვა და შემდეგ თავიდან დაყენება;
  • დაბინძურების შესაძლებლობა მინიმუმზეა დაყვანილი წვეთოვანების სტრუქტურის გამო;
  • აკეთებს აგრიკულტურული პესტიციდების, სასუქის და მუშა ხელის ეკონომიას;
  • ენერგიის ხარჯი მინიმალურია სისტემის დაბალ წნევაზე მუშაობის გამო.

   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
  éééé