დაწვიმების სისტემა

                                                                                                                                 
  


Sprinkler მილები, იწარმოება წყლის წნევის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. იგი ექსპლუატაციაში შევიდა, რათა ქართველი ფერმერებს დახმარებოდა ურწყავი ადგილების ადვილად დასამუშავებაში. Sprinkler მილების წარმოება ხდება 20 დან 110 მმ დიამეტრამდე, იწარმოება როგორც 100 მეტრიანი, ასევე 5 და 6 მეტრი სიგრძის ხვიები, რომლებიც განკუთვნილია ნაკვეთის ადვილად მოსარწყავად. მას თან სდევს მოსარწყავი ყველა აქსესუარი. PE Sprinkler მილების დამზადებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) მასალისგან. მილები მდგრადია მზის სხივების მიმართ, რაც განპირობებულია მის შემცველობაში ნახშირბადის მინაერთის არსებობით, იგი არ სკდება და არ იმტვრევა. მილი ასევე მდგრადია ფიზიკური ზემოქმედებისადმი და მისი დამონტაჟება ადვილად შესაძლებელია ნებისმიერი რთული ლანდშაფტის პირობებში. მილები იწარმოება ჩვენს ქარხანაში, თბილისში.

დაწვიმების მეთოდი

რა არის დაწვიმების მეთოდი?

წყალი აიტყორცნება ჰაერში გარკვეული კუთხით და წნევით, ხოლო შემდეგ ეცემა მიწაზე მცირე წვეთებით და სიმძიმით, რაც ქმის წვიმის ეფექტს. მას ეწოდება დაწვიმების მეთოდი, რადგან ძალიან გავს ბუნებრივ წვიმას. თითქმის მისი ანალოგიურია. მისი გამოყენება ნებისმიერ ლანდშაფტზე არის შესაძლებელი, როგორც მტაგორიან ნაკვეთებზე, ისე გაშლილ ზედაპირზე. წყალი ეცემა მიწაზე, ჩადის ნიადაგის სიღრმეში და თქვენს მოსავალს გვალვა აღარ ემუქრება. სისტემა შედგება ცენტრალური მილის, მცირე დიამეტრის მილების განშტოებებისა და წყალსაქაჩისაგან რომელიც გამოიმუშავებს წვიმის მეთოდით მორწყვისთვის საჭირო წყლის წნევას.


დიდი ფართობებისთვის გამიზნული დაწვიმების სისტემა









cache/wst.opf.2479327.xml

დაწვიმების მეთოდის გამოყენების პირობები

სათანადო მუშაობისას დაწვიმების მეთოდს ნაკლები სარწყავი სწალი ესაჭიროება, ვიდრე ზედაპირის მორწყვის მეთოდებს. განსაკუთრებით გამოსადეგია უხეში, აღმართიანი მიწებისა და მეჩხერ ფესვებიანი მცენარეების მოსარწყავად.

დაწვიმების მეთოდი მოითხოვს გარკვეული რაოდენობის საწყის ინვესტიციას და ენერგიის ღირებულებას. გამოყენების შემთხვევაში, ეს მეთოდი უზრუნველყოფს სამეურნეო მოსავლის ისეთ ზრდას, რაც ამოიღებს გაწეულ ხარჯს. დაწვიმების მეთოდს დიდი უპირატესობა ენიჭება იქ, სადაც მუშა ხელი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან ნაკლებ ფიზიკურ მუშაობას მოითხოვს. დღეს დღეობით კი მუშა ხელის ფასი უფრო და უფრო მატულობს.  

დაწვიმების მეთოდის სამოქმედო სისტემები

პორტაბელური სისტემები
ტუმბო, ძირითადი მილი და დამატებითი ატრიბუტები პორტაბელურია.

ნახევრად პორტაბელური სისტემები
ტუმბო და ძირითადი მილი უმოძრაოა, დამატებითი ატრიბუტები - პორტაბელური.

უმოძრაო სისტემები
ტუმბო, ძირითადი მილი და დამატებითი ატრიბუტები უმოძრაოა ამ სისტემაში.

დაწვიმების სისტემის მთავარი კომპონენტები, მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო დროს. ფასმა დაიწია, სისტემა კი უფრო პრაქტიკული და განზოგადებული გახდა. სპრინკლერის თავები ძალიან მნიშვნელოვანია დაწვიმების მეთოდში. ხშირად ანიჭებენ პრიორიტეტს დიდი ფართობისთვის გამიზნულ სპრინკლერებს, რომლებსაც უფრო მეტი ფართობის დაფარვა შეუძლიათ. ისინი გამოიყენება საშუალო და მაღალი წნევის პირობებში. დაბალი წნევის გამოყენებამ შესაძლოა დააზიანოს ნაზი მცენარეები. საშუალო ზომის სპრინკლერის თავის ტუჩის დიამეტრი 8-დან 12 მილიმეტრამდე მერყეობს, მათი დასველების დიამეტრი კი 15-25 მილიმეტრია. ასეთი თავები ფართოდ გამოიყენება ნათესების, ბოსტნეულისა და ხეხილის ბაღების მოსარწყავად. დიდი ზომის სპრინკლერის თავის ტუჩი 12-დან 28 მილიმეტრამდე მერყეობს, დასველების დიამეტრი კი 25-55 მილიმეტრია. ასეთი თავები ძირითადად საშუალო და დიდი მცენარეებისთვის გამოიყენება.

სამუშაო წნევა სარწყავის ტუჩთან საჭირო წნევაა. წყლის გაჟონვით ან ბზარით გამოწვეული დანაკარგის გამოთვლა შესაძლებელია ტუმბოსა და სპრინკლერის თავის მონომერტს შორის წნევის სხვაობის აღრიცხვით. ენერგიის დაზოგვა ან მეტი სპრინკლერის გამოყენება იგივე ენერგიის გამოყენებით შესაძლებელია მაქსიმალური დიამეტრის მქონე მილების გამოყენებით და წყლის დანაკარგის შემცირებით.

რიცი ცოდნაა საჭირო დაწვიმების მეთოდის შესახებ

დაწვიმებით მორწყვის პროექტებისთვის საჭირო ინფორმაცია:

  1. მდელოს მორწყვის შესაძლებლობა მცენარეები გამოიყენებენ წყალს, რომლის რაოდენობაც რანჟირებს ნოტიო მიწიდან გამხმარ ნიადაგამდე. ამას „მიწის სინოტივის შესაძლებლობა“ ან „გამოყენების შესაძლებლობა“ ეწოდება. ეს ნიადაგის მახასიათებლებზე არის დამოკიდებული. ამის გამოკვლევა ანალიზის და ინფილტრაციის შემოწმებით არის შესაძლებელი. მონაცემები წლების მანძილზე გამოიყენება თუ სანამ მიწის მახასიათებლები არ შეიცვლება.
  2. მცენარის ფესვების ეფექტური სიღრმე მცენარის ფესვების სიღრმეს, რომლისგანაც მიიღება ნორმალური განვითარებისთვის საჭირო წყლის 80%, ეწოდება „ფესვების ეფექტური სიღრმე“. სიღრმე, როგორც წესი, 30-დან 180 სანტიმეტრამდე მერყეობს, ეს მონაცემი მორწყვამაც შეიძლება შეცვალოს, მცენარის სახეობიდან გამომდინარე.
  3. მოსავლისთვის საჭირო სარყავი წყალი ზრდის სეზონის დასაწყისში მცენარეები ნაკლები რაოდენობის წყალს მოიხმარენ. რაოდენობა თანდათანობით იზრდება და აღწევს მაქსიმუმს. შესაბამისად, დასაწყისში მორწყვა ნაკლები სიხშირით ხდება და სიხშირე იზრდება მცენარის მიერ წყალზე მოთხოვნის მიხედვით. დაწვიმებით მორწყვის პროექტების დანერგვისას ხდება მცენარის წყალზე მაქსიმალური მოთხოვნის გათვალისწინებით. ამის დასადგენად ბევრი მეთოდის არსებობს.
  4. ნიადაგის წყალმიმღეობის (ინფილტრაციის) განაკვეთი მორწყვისთვის მნიშვნელოვანია ნიადაგის ინფილტრაციის განაკვეთის ცოდნა. ინფილტრაციის განაკვეთს განაპირობებს ნიადაგის მახასიათებლები, ორგანული ნივთიერებების რაოდენობა, ტენიანობა, მცენარის რაოდენობა, დაქანება, მორწყვის საშუალება, მიწის სიმაგრე და ბზარები და მინერალების სახეობა და რაოდენობა. დიადაგის წყალმიმღეობის დასადგენად გამოიყენება ცილინდრული ინფილტრო მეტრები. მიღებული შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი სპრინკლერის თავისა და ტუჩის ასარჩევად.

დაწვიმებით მორწყვის უპირატესობები

  • წყლის ეფექტური გამოყენება. დიდი რაოდენობის წყალი გამოიყენება ადგილებში, სადაც სარწყავი წყლის ნაკლებობაა;
  • მორწყვა შესაძლებელია დამრეც და უსწორმასწორო ზედაპირებზე, ეროზიის გამოწვევის გარეშე;
  • ამცირებს ნიადაგის ფორმირების გამო მცენარის ზედაპირზე ამოსვლის შეფერხებას;
  • აკეთებს ექსპლოატაციისა და მუშა ხელის ხარჯების ეკონომიას;
  • წყალმეჩხერი და ნაკლებ სიღრმიანი ნიადაგისთვის ყველაზე შესაფერისია ამ ტიპის მორწყვა;
  • ქარის მოტანილი მტვრის, მავნე ნივთიერებების და მარილის ნაწილაკების მცენარისგან ჩამორეცხვა ხდება დაწვიმების მეთოდის გამოყენებისას;
  • დაწვიმება ხელსაყრელია ისეთ ადგილებში, სადაც წყლის რაოდენობა მაღალია, დრენაჟი კი პრობლემატური, რადგან წყლის ნაკადის გაკონტროლება შეიძლება;
  • ხსნადი სასუქების მცენარისთვის მიწოდება მორწყვის საშუალებით ხდება შესაძლებელი, ზედმეტი შრომის გარეშე;
  • ამცირებს ხარჯებს, რადგან აკეთებს დროისა და ენერგიის ეკონომიას.

უარყოფითი მხარეები

  • საწყისი ხარჯები მაღალია, განსაკუთრებით უძრავი სისტემებისთვის;
  • ქარი უარყოფით გავლენას ახდენს წყლის გადანაწილებაზე, ამიტომ მორწყვა უმჯობესია დილით ადრე, ან მზის ჩასვლისას, როდესაც ნაკლები ქარია;
  • წნევას ენერგია ესაჭიროება, ეს კი ხარჯთან არის დაკავშირებული.

დაწვიმების შესახებ დადებითი და უარყოფითი მხარეების ცოდნა მას უპირატესობას ანიჭებს.

სასუქის მიწოდება დაწვიმების მეთოდის საშუალებით

კომერციული სასუქი წყალში იხსნება და მისი მცენარისთვის მიწოდება დაწვიმებით არის შესაძლებელი. ნიადაგში სასუქის მორწყვის გზით მოხვედრას გარკვეული უპირატესობები აქვს. მათ შორის:

  • ნაკლები ფიზიკური შრომა;
  • სასუქის ნიადაგში ჰომოგენური გადანაწილება;
  • შესაბამისი ხელსაწყოები უფრო დიდხანს ძლებენ;
  • ოპტიმალური რაოდენობის სასუქი ოპტიმალურ დროში;
  • მოსავლის ხარისხის და რაოდენობის ზრდა.

მორწყვისპროცესი გრძელდება სასუქის დისტრბუციის შედგომაც, როდესაც მილებიდან სასუქი გამოვა. ფოთლებზე დაგროვილი სასუქი ჩამოირეცხება.

დასამახსოვრებელი მითითებები საწვიმების მეთოდის დაყენებისას

  • მთავარი მილი ფერდობის პარალელურად უნდა განლაგდეს;
  • გვერდითი მილები ფერდობის პერპენდიკულარულად უნდა იყოს, თუმცა შეძლებისდაგვარად კონტურების პარალელური;
  • გვერდითი მილები ქარის მიმართულების პერპენდიკულარულად უნდა განლაგდეს, სადაც ქარის სიღქარე მაღალია;
  • ეცადეთ, არ გამოიყენოთ ძალიან გრძელი გვერდითი მილები. მოკლე გვერდითი მილები ნაკლებ შრომას მოითხოვს და წყალიც თანაბრად ნაწილდება;
  • გვერდითი მილების მთავარ ზოლში განლაგება ამცირებს ფიზიკურ შრომას;
  • მილის ზომა და განლაგება ისე უნდა შეირჩეს, რომ წლიური ხარჯი შემცირდეს;
  • თუ შესაძლებელია, განალაგეთ ტუმბო სისტემის შუაში, ეს საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ შესაბამისი ზომის მქონე ეკონომიური მილები;
  • დაწვიმების მეთოდის გამოყენებისას წყალი ეფექტურად გამოიყენება იქ, სადაც არსებობს წყალსაცავი.

დასამახსოვრებელი მითითებელი დაწვიმების სისტემის შესანახად და სამუშავებლად

  • უძრავი და ნახევრად უძრავი სისტემის დაყენებამდე წნევის შემოწმება უნდა მოხდეს;
  • უძრავი და ნახევრად უძრავი სისტემის დაყენებისას მილები მიწაში მინიმუმ 50სმ სიღრმეზე იდება, სადაც მსუბუქი ზამთარია, ხოლო ადგილებში, სადაც მძიმე ზამთარია, მინიმუმ 80სმ არის საჭირო.
  • თუ მონიტორი ელექტროენერგიით იმართება, სწორი დამიწება აუცილებელია;
  • ყურადღება უნდა მიექცეს ელ. ენერგიის სადენებს და მოხდეს მათი არიდება მილების გადატანისას;
  • სისტემამ თავიდან მცირე ნაკადზე უნდა იმუშაოს, შეავსოს გვერდითი და შუალედური მილები და შემდეგ უნდა გაიწმინდოს მილსადენი.
  • ფილტრი უნდა დაყენდეს ტუმბის გამწოვ მილთან, რომელიც შეაკავებს უცხო ნივთიერებებს და შეამცირებს სპრინკლერის ტუჩის დაბინძურებას;
  • გვერდითი მილების როტაცია დაგეგმილი უნდა იყოს;
  • წყლის ოპტიმალური დისტრიბუციისთვის მილები ქარის მიმართულების მიხედვით უნდა იყოს განლაგებული;
  • უძრავ სისტემებში მილები უნდა დაიცალოს სეზონის ბოლოს.